...ცთმოყვარეობას სძლევს, ოღონდ ჯეროვან დროს მოვინანიოთ და მიტევება ვითხოვოთ. „და ჰრქუა კაინ... უდიდეს არს ბრალი ჩემი მოტევებად ჩემდა". აღსარება საკმარისია, მაგრამ არადროული. „და ჰრქუა... უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე" (). შეხედე, რა გულშემძვრელი სიტყვებია, მაგრამ, უადგილოდ და არადროულად ნათქვამნი, არანაირი ძალა არ ჰქონდა (ღვთის წინაშე). „და ჰრქუა: უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე". თუ შენ, ამბობს, მიწისგან წყეული გამხადე, თუ თავად ჩემგან მიიქეცი და ასეთ სასჯელს მაქვემდებარებ, რომ ვსულთქვამდე და ვძრწოდე, მაშინ ვეღარაფერი შეაჩერებს ვინმეს, რომ მომკლას ასეთ მდგომარეობაში მყოფი და შენი კურთხევის მოკლებული. დაუცველი ვიქნები ყველას წინაშე, ვინც კი მომკვლელობას ინდომებს, რადგან თავად ვეღარ დავიცავ თავს მოშლილი და მოძრწუნებული სხეულის ნაწილებითა; გარდა ამისა, როცა გაიგებენ, რომ შენი მფარველობა არ მაქვს, ვინც კი ინდომებს, თავისუფლად მომკლავს. მაშ, რას (ამბობს) კაცთმოყვარე და სახიერი უფალი? „და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ" (...
დაბადებისა 4:14
13. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.14. და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.
დაბადებისა თავი 4