მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:16

15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.17. და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს.
დაბადებისა თავი 4
16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21):

...მისი განსწავლება, არამედ ყველა მომავალი ადამიანის სწავლებაც ინდომა — ყოველმხრივ აეცდინა ასეთი თავხედი საქციელი.

ახლა მომდევნოზე გადავიდეთ და ვნახოთ, რაზე მოგვითხრობს დღესაც ნეტარი ის წინასწარმეტყველი, სულიწმიდის ძალით შთაგონებული. როცა კაინმა განაჩენი მოისმინა, „გამოვიდა, — ამბობს მოსე, — პირისაგან ღმრთისა" (). რას ნიშნავს: „გამოვიდა პირისაგან ღმრთისა"? იმას, რომ თავისი საძაგელი საქმის გამო ღვთის მზრუნველობას მოაკლდა. „და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წერილი გვეუბნება იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაინი შემდეგ დაემკვიდრა — გვიჩვენებს, რომ ისიც სამოთხეს ახლოს დასახლდა, იმისთვის, რომ მის პირდაპირ მცხოვრები, მუდმივად ახსოვდა როგორც ის, რაც მამას მცნების დარღვევის გამო შეემთხვა, ისე საკუთარი დანაშაულის სიმძიმე — ასეთ სასჯელს დაექვემდებარა ის, ვინც მამის სასჯელით არ განისწავლა. და თავად ადგილიც, სადაც ცხოვრობდა, მუდმივად შეახსენებდა არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მომავალ ადამიანსაც ძრწოლასა და შიშს: სახელი „ნაიდი" ებრაული სიტყვაა და „შეძრწუნებას" ნიშნავს. ამრიგად, უფალმა იქ დაასახლა იგი, რათა თავად ადგილის სახელწოდებაში ხედავდა მხილებას, თითქოს სპილენძის სვეტზე ამოტვიფრულს. შემდეგ ნათქვამია: **„და იცნა კაინ ცოლი თჳსი...

სრულად ნახვა