მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 45:4

3. და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად.4. ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.5. ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა.
დაბადებისა თავი 45
4. ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29):

...ჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი"**. ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ და, რამდენადაც შეეძლოთ, თავიანთ ჩანაფიქრს აღასრულებდნენ; მაგრამ მათი მშვილდი შეიმუსრა და მკლავნი დაუძლურდათ. ნამდვილად ხომ ეს დაემართათ, როცა იოსების სიტყვები მოისმინეს: „მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ" ()? მაშინ განსაკუთრებით, მაშინ დაუძლურდათ მათი მკლავნი „ჴელითა" ძლიერითა „იაკობისთა. მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ. ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი" (). ის, ვინც მათი მკლავნი დაასუსტა, ამბობს, ყოვლისშემძლეა. თავად ღმერთმა ჩემმა შეგეწია შენ. დაინახე ამ მართლის გულწრფელი სიყვარული უფლისადმი, რომლითაც ქვეყნიერების უფალს მხოლოდ თავის ღმერთად მოიხსენიებს; ამით არა მის უფლებას ზღუდავს და არა ქვეყნიერებაზე მის ხელმწიფებას უარყოფს, არამედ მისდამი საკუთარ ძლიერ სიყვარულს გამოხატავს. „და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო". არა მხოლოდ შეგეწია, ამბობს, არამედ გაკურთხა შენ **„კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურ...

სრულად ნახვა
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. იუდას ვედრება და იოსების გამოცხადება (44:18–45:8):

...ენ მიწაში. „და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად". სამართლიანად. წარმოიდგენდნენ, რა მოექცნენ მას, და როგორ მოიქცა ის მათ მიმართ, ფიქრობდნენ იმ დიდებაზე, რომელშიც ის იმყოფებოდა, და თავად სიცოცხლეზეც კი ღელავდნენ. ამიტომ, მათი გამხნევების სურვილით, ეუბნება: „მომეახლენით მე" (). ნუ შორდებით, ამბობს, ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ თავად ასე მოიქეცით ჩემს მიმართ. ეს არა იმდენად თქვენი სიბოროტის საქმე იყო, რამდენადაც ღვთის სიბრძნისა და გამოუთქმელი კაცთმოყვარეობისა, — სწორედ იმისთვის, რომ აქ ჩამოსულიყავით, მე ახლა, დროზე, თქვენთვისაც და მთელი ამ ქვეყნისთვისაც სარჩოსთვის საჭირო ყოველივეს მოგცემდი. „და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ. ხოლო აწ ნუ სწუხთ" (დაბ 45:4–5). ნუ გაწუხებთ ეს და ნუ მოგეჩვენებათ სასტიკად მომხდარი, რადგან ღვთის განგებით მოხდა. „ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა. და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა... ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან" (დაბ 45:5–8).

7....

სრულად ნახვა