...რქმეული, ან შეიძლება ასეთი სულაც ვერ იპოვო. არამედ, როცა მამას სახელის დარქმევა სურდა, რაღაც არაჩვეულებრივ, ახალ სახელს აძლევდა, ისეთს, რომ მისით რაიმე მომავალი მოვლენა წინასწარ აღნიშნულიყო. ასევე იქცეოდა დედაც. მაგალითად, ლამექმა, თავის შვილს სახელი რომ დაარქვა, ნოე უწოდა და მიუმატა: „ამან განმისუენოს ჩუენ" (). ამგვარად, ყოველ სახელს თუ ყურადღებით გამოიკვლევ, აუცილებლად იპოვი მასში რაიმე წინასწარნიშანს, — და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან, შვილებს უმიზნოდ და შემთხვევით არქმევენ სახელებს, ან მხოლოდ მშობლების სახელებით. ძველთ კი ყოველთვის მიზანი ის ჰქონდათ, რომ შვილების სახელწოდებაში რაიმეს მუდმივი შეხსენება ჩაედოთ. მაგრამ ვნახოთ შემდგომ, რას მოგვითხრობს ნეტარი მოსე პირმშოობის გაცვლის შემდეგ იაკობისა და ესავის მამის შესახებ, — როგორ ღირსდება იგიც, აბრაჰამის მსგავსად, შიმშილის დადგომისას ზეგარდამო დიდი მზრუნველობისა, ერთი მხრივ, საკუთარი სათნოების გამო, მეორე მხრივ კი, მამამთავრისთვის მიცემული აღთქმის თანახმად. „და იქმნა", — ამბობს წერილი, — „სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა" (). რათა არ იფიქრო, რომ წერილი წინანდელ შიმშილზე ლაპარაკობს, ის განმარ...
დაბადებისა 5:29
28. და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.29. და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.30. და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.
დაბადებისა თავი 5