...ა უფრო მამისაა, ვიდრე ძისა, როდესაც ძე თვითკმარია, საკუთარი თავით კმარობს და უძლური არ არის. ხოლო „მეუფესა მას საუკუნეთასა“ () ძის შესახებაც არის ნათქვამი: „რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი“ (). აქაც იგივეა. რადგან ჩვენთან ეს ორი ერთმანეთისგან გაყოფილია — ვამბობ, შექმნა და ფლობა: ერთი აშენებს, ქმნის და შრომობს, მეორე კი ფლობს.1 რატომ? იმიტომ, რომ მშენებელი უფრო მცირეა. იქ კი სრულებით არა: არ არის ისე, რომ ერთისა იყოს მეუფება, ხოლო მეორისა — შექმნა. რადგან როდესაც მესმის: „რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი“ (), მამას შემოქმედებით ძალას არ ვაცლი; და არც მაშინ, როცა მესმის: მამა არის „მეუფესა მას საუკუნეთასა“ (
ებრაელთა მიმართ 1:2
1. მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა,2. რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი,3. რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა;
ებრაელთა მიმართ თავი 1