მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 10:37

36. რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი.37. რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს.38. ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა.
ებრაელთა მიმართ თავი 10
37. რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა:

...ხითა ვასწავებდეთ მას და უჩუენებდეთ, ვითარმედ უეჭუელად მიცემად უც სიტყუაჲ უდბებისა მისთჳს.

კმა არს ესე ოდენ სიტყუაჲ აღდგომისაჲ უფროჲს ყოვლისა წამლისა განკურნებად სულთა ჩუენთა, რამეთუ არსცა აღდგომაჲ, და აღდგომაჲ იგი არა შორს არს, არამედ კართა ზედა არს, „რამეთუ მცირედღა, და მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“. და ჩუენ ყოველთა წარდგომაჲ გუეგულების წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტჱსსა, კეთილთაცა და ბოროტთაცა: ბოროტთა, რაჲთა წინაშე ყოველთასა ჰრცხუენეს, ხოლო კეთილთა, რაჲთა წინაშე ყოველთასა განბრწყინდენ. რამეთუ ვითარცა სოფლისა ამის მსაჯულნი ბოროტთა სტანჯვენ, ხოლო კეთილთა წინაშე ყოველთასა პატივს-სცემენ, ეგრეთვე მუნ ყოფად არს, რაჲთა მათი სირცხჳლი უმეტჱს იყოს, ხოლო ამათი ბრწყინვალებაჲ - უდიდებულეს.

ამას ყოველსა უკუე მარადღე გამოვისახვიდეთ გონებათა შინა ჩუენთა, ამას მარადის ვიჴსენებდეთ თავთა შინა ჩუენთა, და ვერცა ერთმან სოფლისა ამის საქმეთაგანმან გუავნოს ჩუენ, რამეთუ ხილულნი ესე წარმავალ არიან, ხოლო უხილავნი იგი - საუკუნე. ამისთჳსცა უკუე ზედაჲსზედა ვეტყოდით თავთა ჩუენთა და ურთიერთას, ვითარმედ: აღდგომაჲ არს და საშჯელი და ნაცვალისა მიგებაჲ საქმეთაჲ. და რაოდენნიცა იტყჳან არაყოფად აღდგომასა, იტყჳან სიტყუასა ამას, და განერნენ სენისა მისგან. უკუეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მისთანათა მონათა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (24,48-51).:

...ო ჩუენ ვისწავებთ, ვითარმედ არცა თუ ყოვნის მოსლვად, რამეთუ ესე სიტყუაჲ, თუ: „ყოვნის“, არა უფლისაჲ არს, არამედ ბოროტისა მის მონისაჲ. ხოლო ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უფალი ახლოს არსო, ნუ ჰზრუნავთ“; და კუალად იტყჳს: „მომავალი იგი მოვიდესო და არა ყოვნოს“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უფროჲსად უმეცრებაჲ იგი დღისაჲ მის და უცნაურობაჲ ფრიად სარგებელ არს მონათათჳს, რაჲთა მარადის განკრძალულ იყვნენ. ამისთჳს დაფარა უწყებაჲ მისი უფალმან, რაჲთა ყოვლადვე მღჳძარე ვიყვნეთ და გუეშინოდის იგავისა მისგან ბოროტისა მის და უდებისა მონისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი“. ესე იგი არს, განაგდოს ერთობისაგან საკუთარ-თა და სარწმუნოთა მონათაჲსა და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.

სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა

და აწ, საყუარელნო, ჩუენცა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა შეგუემთხჳოს მლევანი ესე საქმჱ. რამეთუ რომელთაცა ჰქონან საფასენი და არა მისცემენ გლახაკთა, ბოროტისა მის მონისა მობაძავ არიან. რამეთუ შენცა, კაცო, მნე ხარ მონაგებთა შენთაჲ, ვითარცა მნენი ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს:

...ით, მის ზედა მოწევნულ არს ჟამი სასჯელისაჲ. ხოლო რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა შორს არს დიდისა მისცა სასჯელისა ჟამი, ისმინე, რასა პავლე ღაღადებს: „ღამე იგი განგუეშორა, და ნათელი შემოგუეახლა“; და კუალად იტყჳს: „მცირედღა, წუთერთ, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“. რამეთუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“. გულისჴმა-ყავთ კეთილად თქუმული ესე. არა თქუა, თუ: ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ: ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ; და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „საწამებელად წარმართთა“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ არა თუ მოელის, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს და ესრეთ მოვიდეს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „საწამებელად წარმართთა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენელად, სამხილებელად და დასასჯელად მა-თა, რომელთაცა არა ჰრწმენა.

ხოლო ჩუენ ესე ყოველი გუესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარცა შუაღამეს შეპყრობილნი მთრვალობითა, რამეთუ ჭეშმარიტად არარაჲთა განყოფილ არიან სიზმართაგან საქმენი ამის საწუთროჲსანი, გინა თ...

სრულად ნახვა