მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 13:2

1. ძმათ მოყუარებაჲ ეგენ.2. სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს.3. მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ.
ებრაელთა მიმართ თავი 13
2. სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“** (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (). ებრაელებსაც როცა სწერდა, ამბობდა: „იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე“ (); და ყოველი მხრიდან იპოვიდა კაცი მისდამი დიდ სიყვარულს. ახლახან მომხდარი სასწაულებიც მის კადნიერებას აჩვენებს.

ხოლო თუ ვინმე გამოიკვლევს, მაინც რატომ სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს, თუმცა სილაც ღირსეულთა შორის იყო და ლუკაც ასევე, — ამის დასტურად თვითონვე წერს და ამბობს. „ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა“ (); კლემენტეც ერთ-ერთი იყო მასთან მყოფთაგან, რამეთუ მის შესახებაც ამბობს: „კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა“ (); მაშ, რის გამო სწერს მარტო ტიტესა და ტიმოთეს? იმიტომ, რომ ამათთვის უკვე ეკლესიები ჩაებარებინა, ხოლო იმათ ჯერ კიდევ თავისთან ატარებდა; ესენი კი გარკვეულ, ცხად ა...

სრულად ნახვა
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. შეგონება სტუმართმოყვარეობისა და სათნოებისკენ:

...გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება მამბრეს მუხასთან (18:2):

...რ შეეფერება ცნობისმოყვარეობა, არამედ შეეფერება ყველა გამვლელისთვის თავისი გულითადობის გამოჩენა. როცა ამგვარად გაშალა სტუმართმოყვარეობის ბადე, ღირსი შეიქნა თავად უფალი ანგელოზებიანად მიეღო. ამიტომ პავლემაც თქვა: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (), — აშკარად მამამთავარს გულისხმობდა. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (). დავიმახსოვროთ ეს, საყვარელნო, და სტუმრის მიღების აპირებისას ნურასოდეს გამოვიძიებთ, ვინ არის იგი და საიდან. მართლაც, მამამთავარსაც ცნობისმოყვარეობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა შესცოდავდა კიდეც. მაგრამ შენ იტყვი, რომ მან იცოდა მოსულთა ღირსება. საიდან არის ეს ცნობილი? პირიქით, რომ ნამდვილად იცოდეს, მაშინ რით დაიმსახურებდა აღტაცებას? რომ ცნობისმოყვარეობდეს, მაშინ მისი სტუმართმოყვარეობა ისე საოცარი არ იქნებოდა, როგორც ახლა, როცა უცოდინარმა, ვინ იყვნენ მოსულნი, ისეთი მოშურნეობითა და პატივისცემით მოექცა მათ, როგორც მონა უფლებს, სიტყვებით, ვითარცა საკვრელებით, შეკრავდა მათ და ევედრებოდა, უარი არ ეთქვათ მისთვის და ამით ასეთი დიდი წყალობა არ წაერ...

სრულად ნახვა