1. ვინმე იცნნეს ბრძენნი? და ვინ იცნის განჴსნანი სიტყუათანი? სიბრძნჱ კაცისაჲ განანათლებს პირსა მისსა და ურცხჳნოჲ პირითა საძულელ იყოს.2. დაიცევ პირი მეუფისაჲ და სიტყჳსათჳს ფიცისა ღმრთისაჲსა ნუ ისწრაფი,3. რამეთუ წინაშე პირსა ხუალ, ნუ დაადგრები სიტყუასა ზედა ბოროტსა, რამეთუ ყოველი, რომელი უნდეს, იყოს.4. რამეთუ მეუფჱ არს, ჴელმწიფჱ და ვინმე ჰრქუას მას: რასა-ეგე იქმ?5. რომელმან დაიმარხნეს მცნებანი, მან არა ცნას სიტყუაჲ ბოროტი და ჟამი ცნობისაჲ იცის გულმან ბრძნისამან.6. რამეთუ ყოველსა საქმესა ზედა არს ჟამი და განკითხვაჲ, რამეთუ ცნობაჲ კაცისაჲ დიდ არს მის ზედა.7. რამეთუ არა იცის, რაჲ-იგი ყოფადი არს, და, ვითარ-იგი იყოს, ვინმე უთხრას მას?8. არა არს კაცი ჴელმწიფჱ სულითა დაყენებად სულსა თანა და არა არს ჴელმწიფებაჲ დღესა სიკუდილისასა და არა არს მოციქულობაჲ დღესა ბრძოლისასა, და ვერ განარინის უღმრთომან მისმიერი იგი.9. და ესე ყოველი ვიხილე და მივეც გული ჩემი ყოველსა ქმნულსა, რავდენნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, რავდენსა ზედა ჴელ-აწიფა კაცი კაცისა განბოროტებად მისა.10. მაშინ ვიხილენ უღმრთონი, შემავალნი საფლავად, და წმიდათაგანნიცა. და წარვიდეს და იქნეს იგინი ქალაქსა შინა. და რამეთუ ესრე ყვეს და ესეცა ამაოვე.11. რამეთუ არა არს ყოფილი იგი სიტყჳს-გებაჲ, რომელთა ყონ ბოროტი მსწრაფლ. ამისთჳს გულპყრობილ იქმნა გული ძეთა კაცთაჲ მას შინა საქმედ ბოროტისა.12. რომელმან-იგი ცოდა, ქმნა ბოროტი მაშინდითგან და უშორესითგან მათით. და მე ვიცი ესე, რომელი ყოს კეთილი მოშიშთათჳს ღმრთისათა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მათისა.13. ხოლო უღმრთოსა არა ეყოს კეთილი, და ვერ განგრძელდენ დღენი მისნი აჩრდილსა შინა, რომელსა-იგი არა ეშინოდის პირისაგან ღმრთისაჲსა.14. არს ამაოებაჲ, რომელ ქმნულ არს ქუეყანასა ზედა: რამეთუ არიან მართალნი და მოიწიის მათ ზედა, ვითარცა საქმჱ უღმრთოთაჲ, და ვთქუ მე, ვითარმედ: „ესეცა ამაოება“.15. და ვაქე მე სიხარული, ვითარმედ არა რაჲ არს კეთილ კაცისა მზესა ამას ქუეშე, გარნა ჭამაჲ და სუმაჲ და მხიარულებაჲ. და ესე თანაიყოს მას შრომათა მისთა შინა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რავდენნი მოსცნა მას ღმერთმან მზესა ამას ქუეშე,16. რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და ხილვად მიმოტაცებისა და ზრუნვისა, რომელი ქმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღჱ და ღამჱ ძილი არა იხილის თუალმან მისმან.17. და ვიხილე ყოვლითურთ ქმნული ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა პოვნად ქმნული იგი, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე. რავდენმე დაშურეს კაცი ძიებად და არა პოვოს. და რავდენიცა თქუას ბრძენმან ცნობად, ვერ შემძლებელ არს პოვნად.