მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:22

21. უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.22. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა,23. რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო.
ეფესელთა მიმართ თავი 1
22. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა,
თავი ბ̂. ლოცვაჲ, რაჲთა ვიცნნეთ ქრისტეს მიერ მონიჭებულნი ჩუენდა კეთილნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა (1,22).:

თარგმანი: რაჲთა არა, გესმოდის რაჲ მკუდრეთით აღდგინებაჲ, აღყვანებაჲ და დასუმაჲ, სხუად გუამად შეჰრაცხო გუამი იგი ჴორცთაჲ, და სხუად — გუამი სიტყჳსაჲ, ამისთჳს ერთგუამ არს ქრისტე, ორითა ბუნებითა — ღმრთეებისა და კაცებისაჲთა, და მთავარ და მფლობელ ყოვლისა; რამეთუ სიმაღლისათჳს ფლობისა მისისა თქუა მოციქულმან ყოვლისავე ყოფაჲ ქუეშე ფერჴთა მისთა.

სააღდგომო ეპისტოლე 1998 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::

...დმოგვეცა.

მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა.

მართლმადიდებლობა მისტიკური სხეულია მაცხოვრისა. შემოქმედმა „ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს; და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული“ (), - წერს პავლე მოციქული.

ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ არის განყენებული რომელიმე ფილოსოფიური ნააზრევი, არამედ სული და სიცოცხლე. „სიტყვები, რომლებსაც თქვენ გეუბნებით, სული არის და სიცოცხლე“ () - ბრძანებს უფალი.

როგორ ვიცხოვროთ სწორად?

ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყოფას და უსულო, უღვთო და უგულო ცხოვრებისათვის წირავენ ადამიანებს.

ჩვენთვის, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის კი, სიცოცხლე არის წყალო...

სრულად ნახვა