თარგმანი: რასა მოაჴსენებს თჳნიერ პირველსა სიგლახაკესა, რომლისაგან განმდიდრებულთა, არა ხოლო კუალად დაგლახაკებაჲ, არამედ ყოვლად მოჴსენებაჲცა საძნაურ უჩნს პირველისა საგლახაკისაჲ. ხოლო ჴორცითა წარმართობაჲ და ჴორცითა წინადაცუეთილებაჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჰურიაობასა და წარმართობასა ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულთასა, ცუდსახელობითღა ერქუმის ჰურიათაგანთა უზეშთაეს, და წარმართთაგანთა — უდარეს, ვინაჲთგან ერთ არს და სწორ-ქმნილ ქრისტე იესუჲს მიერ წინადაცუეთილებისაგანი და წინადაუცუეთელობისაგანი. ამისთჳს თქუენ, წარმართთაგანთა, წინადაუცუეთილებისაგანი არღარად სხუად, არამედ სახელისა ხოლო და ნათესავისა შესასწავებელად გერქუმის მათგან, რომელთა-იგი ერქუა წინადაცუეთილება, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა. ესე იგი არს, ვითარმედ წინადაცუეთილებაჲ მათი ჴორცთა ოდენ წინა-დაეცჳთებოდა, ჴელთა კაცობრივთა მოქმედებითა, და ვერღარას სხუასა უმაღლესსა გულისჴმისყოფასა მიიწეოდა.
10. რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.11. ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა,12. რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა.
ეფესელთა მიმართ თავი 2