თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ პირველ ამისსა ზოგად ორნივე განშორებულ და მტერ ღმრთისა იყვნეს — ჰურიანი და წარმართნი, რომელნი-იგი ერთითა მით გუამითა ღმრთეებისა და კაცებისაგან შეზავებულითა ქრისტესითა საკუთარ იქმნნეს ღმრთისა, რაჟამს ჴორცთა მათ მიერ, რომელნი შეისხნა სიტყუამან, კაცებაჲ შეეზავა ღმერთსა; ხოლო ჯუარცუმითა ქრისტესითა მოიკლა მტერობისა მიზეზი — ცოდვაჲ, რაჟამს ვერ პოვა ადგილი საქმედ რაჲსამე ჴორცთა შინა უფლისათა. ამისთჳს მას შინა მოიკლა, რომელ არს გუამი სამეუფოჲ. გარნა შენ, გესმოდის რაჲ სიკუდილი ცოდვისაჲ, ნუ გიკჳრს თუ ვითარ აწ ვცოდავთ, რამეთუ მან პირველ ქმნულნი ცოდვანი ჩუენნი მოსწყჳდნა ჩუენ შორის, ჯუარცუმისსახითა ამით ნათლისღებითა; არამედ ჩუენ შემდგომად ნათლისღებისა კუალად განვაცხოველებთ მის მიერ მოკუდინებულსა მას ცოდვასა, კუალად ნივთებითა და მოქმედებითა მისითა.
ეფესელთა მიმართ 2:16
15. მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა16. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა,17. და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,
ეფესელთა მიმართ თავი 2