თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ მონათაგანი მოავლინა, არამედ თჳთ უფალი და მეუფჱ ყოველთაჲ იქმნა მახარებელ და ქადაგ მშჳდობისა, შორიელთა მიმართ წარმართთა და მახლობელთა ჰურიათა. მათ შორიელ ერქუმის, რამეთუ პირველ არა თხრობილ იყო მათდა ქადაგებაჲ ესე, ხოლო ამათ — მახლობელ, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინა-განსწავლულ იყვნეს საიდუმლოსა ქრისტეს მიერისა გამოჴსნისასა.
ეფესელთა მიმართ 2:17
16. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა,17. და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.
ეფესელთა მიმართ თავი 2