თარგმანი: აჰა ქადაგებაჲ წმიდისა სამებისაჲ; ვითარ ძისა მიერ მოცემითა სულისაჲთა მივეახლებით მამასა. ხოლო "ერთითა სულითა" ესე არს, რამეთუ მადლსა ამას შინა ქრისტეს მიერისა ცხოვნებისასა არარაჲ უმეტესი მიეცა ჰურიათა, პირველ უმახლობელესობისათჳს, არცა უდარესი — წარმართთა, პირველ შორიელობისათჳს; არამედ სწორებით ვცხოვნდით მოღებითა მისვე და ერთისა სულისაჲთა.
17. და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.19. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,
ეფესელთა მიმართ თავი 2