თარგმანი: ესე სიტყუაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთა მიმართ არს, რომელნი-იგი პირველ უცხო და მწირ სახელ-იდებოდეს ჰურიათა მიერ, ხოლო აწ ესოდენ პატივ-იცნეს ვიდრეღა არა ხოლო ლიტონსა თანა შეერაცხნეს ერსა ჰურიათასა, არამედ თანამოქალაქე იქმნეს წმიდათა მკჳდრთა ზეცისა იჱრუსალემისათა, და მათ თანავე სახლეულ ღმრთისა ექმნნეს აბრაჰამს და მსგავსთა მისთა, ჭეშმარიტთა მათ მოქალაქეთა ზეცისა იჱრუსალემისათა.
ეფესელთა მიმართ 2:19
18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.19. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,20. აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ,
ეფესელთა მიმართ თავი 2