თარგმანი: იხილე, თუ ვითარსა ურიცხუებასა ნიჭთასა მლოცველ არს მათთჳს, რაჲთა ვითარ-იგი თავადი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა კეთილთა მიერ, ვითარცა თუალი და წყაროჲ კეთილთაჲ, ეგრეთვე მდიდარ ყვნეს მორწმუნენი სახელისა მისისანი, და ძლიერებით განმტკიცებულ ყვნეს დიდებულებითა მით ნიჭისა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი ამისთჳს შინაგანსა კაცსა მიემადლების, რამეთუ გული შინაგანად კაცად სახელ-იდების, და "გულსა შინა მყოფობაჲ" — უმეტესისა მკჳდრობისა და არაოდეს მისგან მოკლებისათჳს ითქუმის, რამეთუ რომლისა შორის იგი მკჳდრ იყოს, მდიდარ ჰყოფს სარწმუნოებითა და განამტკიცებს, რაჲთა არა შეირყეოდის გარეთ კუეთებულთა განსაცდელთაგან.
15. რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან,16. რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,17. დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,
ეფესელთა მიმართ თავი 3