თარგმანი: დაღაცათუ ზეშთა-გარდაემატების ყოველთა ცნობათა — საზომი იგი ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისაჲ, არამედ ვსცნობთ მას ესრეთ, რაჟამს ქრისტე მკჳდრ იქმნეს ჩუენ შორის და აღმავსნეს ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა, რომელ არს სარწმუნოებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, რაჲთა თაყუანისვსცემდეთ ერთღმრთეებასა სამგუამოვნებით, და სამგუამოვნებასა —ერთარსებით; და აღვივსნეთ უნაკლულოებითა ყოველთა სათნოებათაჲთა, რომლისათჳს ქრისტე გუეტყჳს, ვითარმედ "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" ().
ეფესელთა მიმართ 3:19
18. სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,19. ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.20. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,
ეფესელთა მიმართ თავი 3