თარგმანი: ვინაჲთგან მკჳდრობითა სულისაჲთა მკჳდრობასა ქრისტესსა აღუთქუამს, რამეთუ რომლისა შორის ერთმან წმიდისა სამებისაგანმან დაიმკჳდროს, მუნ მკჳდრ არიან ორნიცა იგი. და ესე მოგუენიჭების სარწმუნოებისა მიერცა, და კუალად საქმეთა მიერცა კეთილთა, რომელთა ძირ მტკიცე არს სიყუარული —საფუძველი იგი და დასაშენებელი ყოველთა სათნოებათაჲ. სიყუარულსა იტყჳს ღმრთისა და მოყუსისასა, რომლისადა შჯულნი და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
ეფესელთა მიმართ 3:18
17. დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,18. სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,19. ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.
ეფესელთა მიმართ თავი 3