მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:20

19. ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.20. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,21. მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ეფესელთა მიმართ თავი 3
20. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,
თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად, უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინათუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის (3,20).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შემძლებელსა ზეშთა ყოვლისა ყოფად უფროჲს და უმეტეს მისსა, რომელსა-იგი ვითხოვთ ანუ მოვიგონებთ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ეგოდენსა კეთილსა გჳყოფს ღმერთი, რაოდენსა ჩუენ ვითხოვთ, არცა უფროჲს სათხოველისა ოდენ ჩუენისა მოგუცემს, არამედ უფროჲს მოგონებისაცა, რომელი-ესე აწ ცხად ყო; რამეთუ ვინ ესვიდა ყოფად ძალისა ამისებრ შეწევნისა ქმნად, რომელი-ესე აწ მან ყო ჩუენ შორის, რაჟამს ესოდენ განშორებულნი და ყოვლად უცხო ქმნილნი მისგან წარმართნი — შვილებისა პატივსა ღირს მყვნა.

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. საღმრთო განგებულება და ჯვრის სიქადული:

...რებას შენს ძალაზე ნუ გათვლი, არამედ ღვთის ძალაზე; რადგან შენი წილია არჩევა და მოწადინება, ღვთისა კი — შემსუბუქება და დაცხრობა. შემდეგ მისი ძალის მტკიცებულებებსაც უჩვენებს: დაფიქრდი, როგორ გიხსნა, როგორ გიხმო, როგორც სხვაგან ამბობს: „ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის“ ()1. ამრიგად, ცის შექმნაზე უფრო დიდი ძალა იყო ეს: ქვეყნიერების დარწმუნება.

მაშ, როგორ იქნა ხმობილი, ამბობს, „წმიდა ხმობით“? ესე იგი, წმინდანებად გვქმნა, თუმცა ცოდვილები და მტრები ვიყავით; და ესეც ჩვენგან კი არაა, ღვთის ნიჭია. თუ მაშასადამე იგი ხმობით ძლიერიც არის და კეთილიც, რადგან ეს მადლით ქმნა და არა ვალდებულებით, შიში აღარ გვმართებს. რადგან მან, ვინც მაშინ, როცა ცხონება გვჭირდებოდა და მტრებიც ვიყავით, მადლით გვიხსნა, როცა შრომაში მყოფთაც დაგვინახავს, განა მით უმეტეს არ შეგვეწევა? **„არა საქმეთა ჩუენთათჳს“*...

სრულად ნახვა