მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:21

20. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,21. მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ეფესელთა მიმართ თავი 3
21. მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მისსა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ (3,21).:

თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკლესიასა შინა გუამცნებს შეწირვად დიდებისმეტყუელებისა, რომელი-იგი ისწავა ეკლესიამან განჴორციელებითა ქრისტესითა, და ამას მოაწევს ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა მიუკუნისამდე; რამეთუ, რასა-ესე ჩუენ ვგალობთ ეკლესიასა შინა, იგივე მიიწევის ყოველთა ნათესავთა მიმართ; არა ხოლო აწინდელთა ამათ საუკუნეთა, არამედ მერმეთაცა და უკუნისამდე დაუსრულებელთა. ხოლო ესევე ლოცვაჲ კეთილ არს თხოვად ეკლესიისათჳსცა მორწმუნეთაჲსა, რაჲთა შეუცვალებელად იპყრას ქრისტეს მიერ სწავლული დიდებისმეტყუელებაჲ ღმრთისაჲ, და არაოდეს მისდრკეს მართლგამომეტყუელებისაგან მისისა უკუნისამდე ჟამთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის