თარგმანი: შენაწევრებასა შინა ქრისტეს ასოთა სათნოებითთასა დაჰჴსნის ბოროტებითთა ასოთა ეშმაკისათა, და რომელი-იგი იპარვიდეს, მას მოუწოდს სინანულად, არა ხოლო პარვისაგან განყენებითა, არამედ უქმებისაგანცა ლტოლვითა, რომელი-იგი არს მიზეზ ყოველთა ბოროტთა, და მოქმედებასა შინა კეთილისასა დაშრომითა, რაჲთა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მისაცემელად კმა იყოს ნამუშაკევი იგი მისი.
ეფესელთა მიმართ 4:28
განმარტება სამოციქულოისა (ეფესელთა 4, 25-28).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ განვიზრახეთ განმარტება რაოდენთამე მუხლთა ეფესელთა მიმართ ეპისტოლესაგან. ეს მისთვის, რომელ მუხლნი, რომელთა განმარტება ჩვენ გვსურს დღეს, იპყრობენ თვის შორის ისრეთა სწავლათა, რომელნი თითქმის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზედ არიან სახმარნი და სასარგებლონი. და ესრედ, შეწევნითა ღვთისათა, შეუდგეთ უბნობასა.
ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. (ეფ. 4, 25).
ეს არის პირველი მუხლი იმ სამოციქულოისა, რომლისა ახსნას შეუდექით ახლა, შეწევნითა ღვთისათა. ამ მუხლში წმიდა მოციქული პავლე შეგავგონებს ჩვენ, რათა მოვერიდოთ სიცრუის თქმას, სიმართლით და ჭეშმარტებით ვეტყოდეთ ერთი მეორესა. აქედგან თვით თქვენ ჰხედავთ, ძმანო ჩემნო, რა დიდად საჭირო არს სწავლა, რომელსა გვაძლევს ეს მუხლი, ყოველსა წამს, ყოვლისა კაცისათვის, და რა დიდად საჭიროა, რომ ყოველთვის გვქონდეს ჩვენ იგი სახეში. რით განგვაღვიძებს ჩვენ მოციქული პავლე, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებასა ვიტყოდეთ? მით, რომ ჩვენ ყოველნი ვართ ერთი მეორეს ასოები:...
განმარტება სამოციქულოისა (ეფეს. 4, 28)
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთისა ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი განმარტება დანარჩენთა მუხლთა.
ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდა მერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებოდენ და იქმოდნენ კეთილსა თვისთა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის - იგი უხმდეს ( ეფეს. 4,28).
იქმნება ვინმემ თქვენგანმა იფიქროს, ძმანო ჩემნო, რომ ამ მუხლის განმარტება არ არის საჭირო, არც შესაფერი, რადგანაც აქ მოციქული იტყვის მპარაობასა, ანუ ქურდობასა ზედა, რომელიც არის ერთი სასირცხო და სათაკილო ცოდვა, და, მაშასადამე, ლაპარაკიც მას ზედა იქმნება სათაკილო და შემარცხვენელი. ეგ მერთალია, ძმანო ჩემნო! პირ-და-პირ მპარაობასა ზედა არც საჭირო არის აქ ლაპარაკი და უადგილოც იქნება, ვინაიდგან დარწმუნებული ვარ - არც ერთსა ჩემსა მსმენელთაგანსა, აქა მდგომარეთა, ეს ლაპარაკი არ შეეხება. გარნა სიტყვა და მცნება...
...ოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა ა...