1.გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით,2.ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა,3.ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა.4.ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა;5.ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ,6.ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის.7.ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა.8.რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.9.ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?10.რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი.11.და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი12.დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა,13.ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,14.რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა,15.არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე,16.რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.17.ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა,18.დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.19.რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.20.ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.21.უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა,22.განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა,23.და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა24.და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.25.ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ.26.გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.27.ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა.28.მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს.29.ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.30.და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა.31.ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით.32.იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ მე კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით (4,1).
თარგმანი: საკრველთა მიერ თჳსთა ჰლოცავს მათ, რომელნი-იგი მას ზედა-ესხნეს უფლისათჳს, ვითარცა დიდნი სიქადულნი და ლმობიერებად მომდრეკელნი ყოველთანი. ხოლო ჰლოცავს, რაჲთა შემსგავსებულად სახელისა მის, მათ ზედა წოდებულისა, იქცეოდინ, რომელ არს შვილებაჲ ღმრთისაჲ, და ასო ყოფაჲ ქრისტესი, თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსაჲ, და რაჲთა არარაჲ ყონ განმაგდებელი შვილებისაგან ღმრთისა და ასო-ყოფისაგან...
მოციქულისაჲ: ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან, ამაოებითა გონებისა მათისაჲთა (4,17).
თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა...
განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.
გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.
აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას:...
განიშორეთ თქვენგან პირველისა სვლისა თქვენისაძველი იგი კაცი, განხრწნილი გულის-თქმითა, მისებრსაცთურისა, და განახლდებოდეთ თქვენ სულითა მითგონებისა თქვენისათა (ეფესელთა 4; 22,23).
წმინდა მოციქული პავლე ხშირად განიმეორებს მიწერილთა მისგან წიგნთა შინა იმ დარიგებასა, რომელიც ახლა მოვიყვანეთ. იგი ხშირად არიგებს ქრისტიანეთა, რომ მათ უნდა განიშორონ, განიძარცვონ ძველი, განხრწნილი, გაფუჭებული კაცი და განახლდებოდენ სულითა და გულითა. დიდი ესე მარხვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, არის დღე...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ განვიზრახეთ განმარტება რაოდენთამე მუხლთა ეფესელთა მიმართ ეპისტოლესაგან. ეს მისთვის, რომელ მუხლნი, რომელთა განმარტება ჩვენ გვსურს დღეს, იპყრობენ თვის შორის ისრეთა სწავლათა, რომელნი თითქმის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზედ არიან სახმარნი და სასარგებლონი. და ესრედ, შეწევნითა ღვთისათა, შეუდგეთ უბნობასა.
ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთისა ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი განმარტება დანარჩენთა მუხლთა.
ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდა მერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებოდენ და იქმოდნენ კეთილსა თვისთა ხელითა, რათა აქვნდეს...
...ა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე ().
„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ. 2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ () „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ ()
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.
არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაჲ, ვითარ მკუდარნი განცხოელდებოდეს, ტყუენი განთავისუფლდებოდეს, წმიდანი იგი მამათმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი იხარებდეს და გალობდეს. რომელნიმე იტყოდეს: „აღჴდა მაღალსა, წამოტყუენა ტყუე და გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა“. ; სხუანი იტყოდეს: „რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“. ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. და ყოველნივე იხარებდეს ძლევასა მას ზედა სიკუდილისასა.
ხოლო მძლავრი იგი და მბრძოლი ყოველთაჲ შეკრული ჴელითა და ფერჴით მდებარე იყო; და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ მეყსა შინა იქმნა დიდი იგი საკჳრველი, რომელ სიკუდილითა სიკუდილი შეიმუსრა, და ჯუარითა ესევითარი ვეშაპი პყრობილ იქმნა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. ხოლო უბადრუკი იგი ოდენ გოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათ ზედა, რომელნი განერნეს ჴელთაგან მისთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ცოდვი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:
...თა, და შემოვიდა შორის მშჳდობაჲ იგი, რომლისა ხილვად მრავლით ჟამითგან სურვიელ იყვნეს ანგელოზნი და ყოველნი წმიდანი. მუნ იხილოთ აღმართებული შუენიერი იგი და დიდებული საჭურველი ჯუარისაჲ, მუნ იხილოთ „ტყუე იგი, რომელი წარმოტყუენა ქრისტემან, აღჴდა რაჲ მაღალსა“, ; ვითარცა წერილ არს, დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ, რომელი გამოუღო ჴელთა მთავარსა მას ბნელისასა, სოფლისმპყრობელსა მას უკეთურებისასა.
ესე ყოველი წმიდისა მის სახარებისაგან ისწაოთ უცთომელად. უკუეთუ გულსმოდგინედ და წადიერებით გულისჴმა-ჰყოთ, უკუეთუ შემომიდგეთ უცონელად, ზედამიგაწინე ყოველსავე და გიჩუენო, სადა-იგი ძეს სიკუდილი ძარღუშეჭრილი და თავწარკუეთილი, სადა-იგი ჰკიდავს ცოდვაჲ ძელსა აბმული, სადა ძეს იავარი იგი და ნატყუენავი ესევითარისა მის ბრძოლისაჲ; გიჩუენო მძლავრი იგი ბოროტი, შეკრული და შებორკილებული, ზღუდენი ქალაქისა მისისანი დარღუეულნი, სადა-იგი მეუფებდა, სადა-იგი შეეწყუდინეს სულნი წარმართთანი. იხილნეთ ჴურელნი იგი და ქუაბნი ავაზაკთმთავრისანი, შელეწილნი და გამოკრეხილნი. მუნცა მიიწია მეუფჱ და ყოველივე იავარ-ყო. არამედ ნუ შრომა გიჩნს და საწყინო თხრობაჲ ესე, რამეთუ უკუეთუმცა ვინ ჰამბავსა გითხრობდა ჴორციელისა ჰომისასა და განწყობისა და...