მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:30

29. ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ.30. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა.31. ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით.
ეფესელთა მიმართ თავი 4
30. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა (4,30).:

თარგმანი: საშინელ არს სიტყუაჲ ესე: ვითარ ყოვლითა სიმპალითა სიტყჳსაჲთა და უკრძალველობითა ენისაჲთა შეწუხებაჲ იქმნების სულისა წმიდისაჲ! ამისსა შემდგომად ქველისმოქმედებასაცა მოგუაჴსენებს სულისა წმიდისასა, რომლითა აღიბეჭდენითო დღესა მას გამოჴსნისასა, რომელ არს დღჱ წმიდისა ნათლისღებისაჲ, რაჲთა ამის ნიჭისაგან შევიკდიმოთ და არარაჲთ შევაწუხოთ აღმბეჭდველი ჩუენი და განმათავისუფლებელი თანანადებისაგან ბრალთა პირველ ქმნულთაჲსა.

თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი. ყოველი, რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს, და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს. ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი (3,8-10).:

...ღებისა მიერ, არა შთავარდების კაცი ცოდვასა, არამედ პირველად შევაწუხებთ მას და წარვიოტებთ სულთაგან ჩუენთა, და ეგრეთღა მონა ვიქმნებით ყოვლისა არაწმიდებისა, და, ნაცვალად შვილებისა ღმრთისა, დავიმკჳდრებთ შვილებასა ეშმაკისასა. ამისთჳს გუესმის პავლესგან წინა-განკრძალებით ესრეთ: "ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა" () და შემდგომი ამისი.

სრულად ნახვა