თარგმანი: სიმწარედ უწოდს გულარძნილებასა და მძჳნვარებასა, რომლისაგან შეინივთების გულისწყრომაჲ, ხოლო გულისწყრომაჲ მშობელი არს რისხვისაჲ, რამეთუ უსაკუთრესად პირველად არს გულისწყრომაჲ და მეორედ —რისხვაჲ, ვითარ-იგი ცხად არს საქმისაგან; რამეთუ გულისწყრომაჲ შინაგან დაწყებაჲ არს, შენივთებული გულარძნილებისა მიერ და მძჳნვარებისა; და გულისწყრომისაგან შინაგანისა იშვების რისხვაჲ გარეშე; და რისხვასა შეუდგს ღაღადებაჲ, რომელ არს ჴმამაღლობით სარჩელი, და სარჩელსა — გმობაჲ, რომელ არს ურთიერთას გინებაჲ. ამის ყოვლისა მოსპოლვად გუამცნებს ყოვლითურთ უკეთურებით, რამეთუ არა იტყჳს, ვითარმედ: "აღჳრ-ასხემდით ხოლო ვნებათა ამათ", არამედ — ყოვლად განჰფხურენითო და უჩინო ყვენით თქუენგან, რომელსა ცხად ჰყოფს "მოსპოლვაჲ". ხოლო ამას შეუდგენს: "ყოვლითურთ უკეთურებით", რამეთუ არიან კაცნი, რომელნი დაღაცათუ არა ცხადად, არამედ იდუმალ ჰკბენენ მოყუასთა, მსგავსებითა ძაღლთა შემპარავთაჲთა. ამისთჳს მოციქული ცხადთა თანა ფარულთაცა მოსპოლვად გუამცნებს, რომელთა უკეთურება უწოდს, და ესე არს ყოველი უკეთურებაჲ, რაჟამს შინაგან სულისა ვიცვიდეთ გესლსა და უმზირდეთ ჟამსა ნაცვლისა მიგებისასა.
ეფესელთა მიმართ 4:31
...ფსკრულში ეშვებიან. რა შეიძლება იყოს მათზე სავალალო, როცა ვნებით ძლეულნი და დამონებულნი კაცის მოკვლამდეც კი მიდიან? ამიტომ ნეტარი პავლე, რომელსაც ბოროტების თავად ფესვი სურს ამოძირკვოს, ასეთ შეგონებას წერს: „ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ... მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (). არა მხოლოდ, ამბობს, არ მსურს, რომ განრისხდეთ და მრისხანებას მიეცეთ, არამედ არც ის მსურს, რომ მოყვასს რამე „ღაღადებით“ უთხრათ, იმ ღაღადებას გულისხმობს რა, რომელიც რისხვისგან მოდის. როცა შიგნით ვნება აღიძვრება და გულს აბერებს, მაშინ ენაც ვეღარ წარმოთქვამს სიტყვებს ჩუმად, არამედ სულის მდგომარეობას ავლენს რა, მოყვასთან ყვირილით ლაპარაკისკენ უბიძგებს. მაშ, ეს ნეტარი, რომელსაც სურდა მსმენელნი მუდმივ მშვიდობაში ეცხოვრათ, ამბობს: „ყოველი სიმწარე“, ანუ ყოველი მწუხარება, რა მიზეზითაც არ უნდა წარმოშობილიყო, „და ყოველი რისხვაჲ, და ყოველი ღაღადებაჲ... მოისპენ თქუენ შორის.“ შემდეგ, სურს რა თავად ბოროტების ფესვი გამოაშროს და უნაყოფო გახადოს, ამბობს: „ყოვლითურთ უკეთურებით.“ ვინც ასეთ სულიერ მდგომარეობაში ცხოვრობს, ის მუდამ ნავთსაყუდელში იმყოფება, ამქვეყნიური ღელვებისგან თავისუფალი, არ ეშინია არც ქარიშხლისა, არც გემტეხისა, არა...
...სა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა"** (); — არასოდეს თქვას სიტყვა უფიქრელად და შემთხვევით, არამედ პავლეს ისმენდეს, რომელიც ამბობს: ყოველგვარი ყვირილი „და გულის წყრომაჲ" და ბოროტმეტყველება და უხამსობა და გმობა „მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (), — და კიდევ: თუ (არის) რაიმე კეთილი სიტყვა სასარგებლო აღშენებისათვის, „რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა" (). ფიცისგანაც ყოვლად თავი შეიკავოს, ქრისტეს მცნება რომ ესმის: „ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო;... ხოლო მე გეტყჳ თქუენ არა ფუცად ყოვლადვე" (). ნურავინ მეტყვის: სიმართლეში ვფიცავო; არ შეიძლება ფიცი არც სიმართლეში და არც სიცრუეში. ასე შევინახოთ ჩვენი ბაგეები ფიცისგან წმიდად და ყოველივე ამისგან დავიცვათ ენა, ბაგეები და გონება, რათა არავითარი ბოროტი გულისზრახვა არ აღმოცენდეს ჩვენში და ენით არ გამოითქვას. ყურებიც მტკიცედ დავუხშოთ, რომ ცარიელი ჭორიც არ მივიღოთ, როგორც ნეტარი მოსე ბრძანებს: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (), და როგორც ნეტარი დავითი კიდევ ამბობს: **„რომელ...
...თ, ესე არს ცუდი განრისხებაჲ, რომელსა გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: „ნუ შურსა იგებთ თავთა თჳსთათჳს, საყუარელნო, და ყოველი სიმწარე და გულისწყრომაჲ, რისხვაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენგან ყოვლითურთ უკეთურებით; და მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა“. ; რამეთუ ვითარცა ჴორციელთა საქმეთათჳს და შურის-გებისათჳს განრისხებაჲ ცუდ არს და ბოროტ და თანამდებ სასჯელისა, ეგრეთვე შურისა საღმრთოჲსათჳს ქმნილი საჴმარ არს და კეთილ.
გარნა უმრავლესნი ჩუენგანნი წინააღმდგომსა ამას სიტყჳსასა იქმან და თჳსთა ვნებათათჳს: სიძულილისა და ძჳრის-ჴსენებისა მოყუსისა და სხჳსა ყოვლისავე ჴორციელისა საქმისა მჴეცებრ განრისხნებიან. ხოლო რაჟამს მცნებაჲ რაჲმე ქრისტესი დაიჴსნებოდის და უწესოებისა საქმე იქმნებოდის, შემუსრვილ და მდაბალ იქმნებიან და დუმილსა იმარხვენ, რომელ-ესე ორივე წინააღმდგომ არს რჩულსა მას სახარებისასა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა განრისხებაჲ ბოროტ არს, არამედ ცუდად განრისხებაჲ. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ“, რამეთუ უკუეთუ განრისხებაჲ იგი არა შურისათჳს საღმრთოჲსა იყოს, ცოდვა არს, ვითარცა ესერა შემდგომთაცა სიტყუათა...