თარგმანი: "წმიდა-ყოფითა" ამით ცხად არს, ვითარმედ არაწმიდა იყო იგი, რომელი განწმიდა ქრისტემან ვნებითა თჳსითა, არამედ არა აყუედრა მას ქრისტემან პირველი არაწმიდებაჲ, შემდგომისა მისთჳს განწმედისა, ეგრეთვე შენ, ვითარიცა მიიყვანო ცოლი, ნუ აყუედრებ პირველთა საქმეთა, უკუეთუ ოდენ მიერითგან წმიდად დაგიმარხოს თავი თჳსი.
ეფესელთა მიმართ 5:26
25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს,26. რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა,27. რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო.
ეფესელთა მიმართ თავი 5