თარგმანი: გინათუ სიძვისათჳს და არაწმიდებისა, გინათუ ესევითართა მათ სიტყუათათჳს, რომელნი ზემო ვთქუენით, რაჟამს ბოროტად გარ-დაჰგულარძნიდენ სიტყუათა ღმრთისათა, მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელთა-იგი ნაშობ ურჩებისა ამისთჳს უწოდა, რამეთუ ურწმუნოებით გარდასდრეკენ სიმართლესა შჯულთა საღმრთოთასა, რომელთა მსგავსებისაგან სივლტოლად გუამცნებს მოციქული.
6. ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა.7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა,8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,
ეფესელთა მიმართ თავი 5