მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:8

7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა,8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,9. რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
ეფესელთა მიმართ თავი 5
8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ (5,8).:

თარგმანი: პირველთა მათ წარმართობისა ქცევათა მათთა მოაჴსენებს, რამეთუ საქმეთა ბნელისათა მოქმედსა ბნელ ეწოდების, ვითარცა-იგი კუალად სათნოებისა მუშაკსა ნათელ ჰრქჳან, მოღებითა ჭეშმარიტისა მისგან ნათლისა, რომლისა შვილთა ესრეთ შუენის მოქალაქობაჲ, რაჲთა არარას ჰყოფდენ შეუტყუებელსა მისისა ძეობისასა.

ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება:

...მისა ბოროტისა განეშორენით.“** ().

1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება

მთელ დედამიწას ერთგვარი სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ვინაიდან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, როდესაც ჩვენს სულებში სულიწმინდის მადლი აანთო. მაგრამ ამ ნათელს ზოგიერთებმა მიიღეს და უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადეს, როგორებიც იყვნენ პავლე, პეტრე და ყველა ის წმინდანი; სხვებმა კი ჩააქრეს, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვინც რწმენაში ხომალდის მსხვრევა განიცადა, როგორც კორინთოში სიძვაში ჩავარდნილმა და როგორც გზიდან აცდენილმა გალატელებმა. ამიტომ ახლა პავლე ამბობს: „სულსა ნუ დაავსებთ.“ (), ესე იგი, ნიჭს; რადგან...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:

...ავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს, ადამიანმა სიბნელისაგან თავის დასაღწევად სანთლები უნდა მოძებნოს, ამ დროს იგი თავისი ნებით ხდება სინათლის ან სიბნელის მატარებელი. პავლე მოციქული ქრისტიანებს ასწავლის: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ (). ნათელი საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ, რა არის სათნო ღვთისათვის და რა არა. ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.

პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშობლებს შვილები ყოველ მიზეზს გარეშე ტაძარში მიჰყავდათ. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა ჰქონდა. დღეს ეს ყოველივე მოშლილია და აღდგენას საჭიროებს. სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს...

სრულად ნახვა