თარგმანი: შემდგომად კეთილად აღჭურვისა გჳბრძანებს ლოცვით და ვედრებით ხადად მეუფისა, რაჲთა მოგუცეს ჴელი შეწევნისაჲ ბრძოლისათჳს წინააღმდგომთაჲსა, რომელი-ესე ყოველსა ჟამსა საჴმარ არს ჩუენდა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ თჳნიერ მის მიერისა შეწევნისა ვერარას შემძლებელ ვართ.
ეფესელთა მიმართ 6:18
17. და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,
ეფესელთა მიმართ თავი 6