მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:10

9. ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!10. აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
გალატელთა მიმართ თავი 1
10. აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა, ანუ ვეძიებ რას კაცთმოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ (1,10).:

თარგმანი: ვინაჲთგან ამას შეასმენდეს მას წინააღმდგოთი, ვითარმედ: "კაცთმოთნებით თუალ-ახუამს, რამეთუ ეგერა ტიმოთეს წინა-დასცჳთა სხუათა სათნო-ყოფისათჳს, და თქუენ სხუებრ გიქადაგებს", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ თქუენ დაგიფარო რაჲმე სივერაგე გონებისა ჩემისაჲ, ღმრთისაგან დაფარვაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ მან მხოლომან უწყნის დაფარულნი გულისა და გონებისანი, და რომელი კაცთა ეჩუენებოდის, ქრისტეს მონა ვერ იქმნების. ვინაჲცა მე, მინდა თუმცა კაცთა სათნო-ყოფაჲ, არამცა დამეტევა ჰურიაობაჲ, მეგობარნი და ნათესავნი, მხოლოდ ქრისტესა დაშინებითა თავისა ჩემისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის