მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:11

10. აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,12. და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.
გალატელთა მიმართ თავი 1
11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა (1,11-12).:

თარგმანი: ვითარ-იგი ზემო ვთქუთ, მოციქულთა მიერ და არა ქრისტესგან განსწავლულად იტყოდეს პავლეს წინააღმდგომნი; ჯიხვს ეტყჳს გალატელთა, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, არა კაცობრივისა სიბრძნისა, არცა მოციქულთა მოძღურებისა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტესგან ვისწავე, გამომეცხადა რაჲ გზასა ზედა მისლვასა მას ჩემსა დამასკოდ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის