თარგმანი: ვითარ-იგი ზემო ვთქუთ, მოციქულთა მიერ და არა ქრისტესგან განსწავლულად იტყოდეს პავლეს წინააღმდგომნი; ჯიხვს ეტყჳს გალატელთა, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, არა კაცობრივისა სიბრძნისა, არცა მოციქულთა მოძღურებისა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტესგან ვისწავე, გამომეცხადა რაჲ გზასა ზედა მისლვასა მას ჩემსა დამასკოდ.
გალატელთა მიმართ 1:12
11. ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,12. და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.13. რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.
გალატელთა მიმართ თავი 1