თარგმანი: მადლით წოდებულობასა დამდაბლებისათჳს იტყჳს თავისა თჳსისა, რამეთუ რომელი-იგი ჭურად რჩეულად იწოდა უფლისა მიერ, თჳთ — მადლით წოდებასა იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს ვიყავ მოსლვად მისსა. უკუეთუმცა არა მას მადლით მოეტევნეს უღირსებანი ჩემნი. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: გამოცხადებად ძე მისი ჩემ შორის. რამეთუ თავსა შორის თჳსსა მეტყუელად იტყჳს მხოლოდშობილსა ძესა, მამისა მიერ დედის მუცლითგან განკუთნვილი იგი, რაჲთა არა ხოლო ენითა მეტყუელ მისთჳს, არამედ გულითა და გონებითა სავანე იქმნეს მისსა. და ესრეთღა მრავალთესლთა წარმართთა შორის მიმოდადვას სახარებაჲ მისი, რომლისა ქადაგად არცა ერთისა ვის კაცთაგანისა, არამედ თჳთ მის თავადისა მიერ ჴელთდასხმულ იქმნა პავლე.
გალატელთა მიმართ 1:16
15. ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა16. გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,17. არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.
გალატელთა მიმართ თავი 1