თარგმანი: აჰა თჳთ ითქუმის მიმცემელად თავისა თჳსისა, ვითარცა ჭეშმარიტებით თჳთმფლობელი; ვინაჲცა შენ, რაჟამს მამისა მიერ მიცემაჲ გესმოდის, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ძისა მიერ ცხორებაჲ ჩუენი, რაჟამს სალხინებელად ცოდვათა ჩუენთა მსხუერპლ ყო თავი თჳსი.
გალატელთა მიმართ 1:4
3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,4. რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა,5. რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გალატელთა მიმართ თავი 1