მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:5

4. რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა,5. რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,
გალატელთა მიმართ თავი 1
5. რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ (1,4-5).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კეთილად ცხად-ყო, ვითარმედ არა დაუსაბამო, არცა დაუსრულებელ, არამედ უკუანაჲსკნელ შემოსრულ და წუთჟამისა არს სიბოროტე, ამისთჳს უწოდა მას სოფლისა ამის, ვითარცა ამას შინა შემთხუევადსა, და აღსასრულსა მისსა თანა დასრულებადსა, რომლისა ღონე მჴსნელმან ლოცვით გუასწავა მამისა მიმართ, ვითარმედ: "მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან" (), ხოლო აქა მოციქულმან ძისა მიერ თქუა ჴსნაჲ, რამეთუ ყოველივე მათი —ერთ არს. და შესძინა: "ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა". ნებაჲ უკუე თქუა, რამეთუ სათნო-ყოფითა მამისაჲთა იქმნა ჴსნაჲ ჩუენი განჴორციელებითა ძისაჲთა, ხოლო მამად ჩუენდა წოდებითა ღმრთისაჲთა კუალად შვილებისა იგი მადლი მოაჴსენა, ნათლისღებისა მიერი, რაჲთა მისნი მიმთხუეულნი არღარა ეძიებდენ წინადაცუეთასა, რამეთუ ჭეშმარიტებისა მიმთხუეულთადა არღარად საჴმარ არიან სახენი. ვინაჲცა მოციქულმან მყის დასაბამსავე ამხილა რაჲ, მოჴსენებითა ჯუარცუმისა და აღდგომისა, ცოდვათაგან ჴსნისა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისა, მამისა სათნო-ყოფისა და ძისა განზრახვისა და ყოველთა კეთილთა მონიჭებისაჲთა, მყის დიდებისმეტყუელებად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის