თარგმანი: ორნი ბრალნი დასხნა მათთჳს: ვითარ გარდაიქცეს, და ესრეთ მსწრაფლ, რომელ არცაღა ჟამეულად მიამყოვრეს წინააღდგომაჲ მიმდრეკელთაჲ მათ. ხოლო შენ იხილე სიბრძნე, ვითარ სადაჲთ-იგი ჰგონებდეს შეძინებასა, ვითარმედ მამისა მსახურებაჲ არს პყრობაჲ ძუელისა შჯულისაჲ, მიერვე მოციქული წარუკუეთს სასოებასა, ვითარმედ ქრისტესგან და სახარებისაგან განშორებული — მამისაგანცა განშორებულ არს, რამეთუ თჳთ მამამან მიწოდნა ჩუენ მადლსა ამას ძისა მისისასა. რამეთუ მამაჲ გვწოდს მადლისა მიმართ, ხოლო ძე უსასყიდლოდ მოგუმადლებს განთავისუფლებასა ცოდვათაგან სისხლითა თჳსითა, ხოლო სული წმიდაჲ თანა-სათნო-იყოფს და სრულ-გუყოფს ნათლისღებისა მიერ. ესრეთ ზოგადი არს სამთაჲვე და ერთ მოქმედებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ ერთარსებისა მიერ წმიდისა სამებისა.
გალატელთა მიმართ 1:6
5. რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,7. რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.
გალატელთა მიმართ თავი 1