მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:7

6. მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,7. რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.8. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!
გალატელთა მიმართ თავი 1
7. რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სხუად სახარებად, რომელ სხუა არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი (1,6-7).:

თარგმანი: რაჲთა მსგავსებითა სახელისაჲთა შეიტყუვნენ, ამისთჳს, რომელნი-იგი თჳსსა საცთურსა შაბათთა დაცვისა და წინადაცუეთისასა არწმუნებდეს გალატელთა, სახარებად უწოდდეს სიჩქურსა მას მათსა, რომლისათჳს აწ მოციქული დაუმტკიცებს, ვითარმედ თჳნიერ ერთისა ამის სახარებისა ქრისტესისა, არა არს სხუაჲ სახარებაჲ, არამედ გარდამაქცეველი ოდენ და შფოთებით წინააღმდგომი სახარებისა ამის ქრისტესისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის