მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:14

13. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა.14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;
გალატელთა მიმართ თავი 2
14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: "უკუეთუ შენ, რომელი ჰურიაჲ ხარ და წარმართებრ სცხოვნდებოდი" და შემდგომი ამისი (2,14).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: შენ და მე პურიანი ვართ და გჳცნობიეს, ვითარმედ არღარა ჯერ-არს წინადაცუეთაჲ; რადღა ჰქადაგებ წინადაცუეთასა?

თავი გ̂. პეტრეს მიმართ სიტყჳსგებისათჳს, ვითარმედ სარწმუნოებითა და არა შჯულითა არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლწარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა (2,14).:

თარგმანი: რომლითა გულისჴმის-ყოფითა თქუა ზემო ორგულებაჲ, მითვე აწ იტყჳს არა-მართლწარმართებასა, რაჲთა არა განაცხადოს განგებულებით ქმნაჲ თანა-მიყოლისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის