მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:9

8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.10. გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.
გალატელთა მიმართ თავი 2
9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელი მოცემულ იყო ჩემდა იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ (2,9).:

თარგმანი: მადლისა მისთჳს მოციქულებისა თჳსისა პეტრეს და მისთანათა მათ მიიყვანებს მოწამედ, რომელნი-იგი სუეტ ეკლესიისა არიან და საგონებელ არიან, ვითარმედ: "ესევითართა მათ ყოველთა შორის წამებულთა მარჯუენე მოგუცეს". ესე იგი არს, რაჲთა ზიარ და სწორ იყოს ყოველივე ქადაგებაჲ ჩუენი და მათი. და არცა ერთი რაჲ გუაქუნდეს განყოფილებაჲ ნებათაჲ განყოფილებისათჳს ადგილთაჲსა, არამედ ზოგადითა ნებითა უქადაგებდეთ ადგილ-ადგილ, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფვოდის.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იაკობ და კეფა და იოვანე, რომელთა ეგონნეს სუეტად თავნი თჳსნი, მარჯუენაჲ მოგუცეს მე და ბარნაბას (2,9).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ იტყჳან ეგენი ვინმე თუ: მე სხუათა მოციქულთა ქადაგებასა წინა-აღუდგები, რამეთუ, რომელნი თავნი იყვნეს მოციქულნი, მათ, არა თუ მაბრალეს, რომელ წინადაცუეთასა განაქარვებდე, არამედ უფროჲსად მაქეს და მეწამნეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის