თარგმანი: კუალად ამასცა იჭუსა თჳთვე დაჰჴსნის, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲთგან შჯული წყევისა თანამდებ ჰყოფდა კაცთა, ხოლო ქრისტე კურთხევასა მოატყუებს, ნუუკუე მტერ-მე იყოს შჯული აღთქუმათა მათ ღმრთისათა აბრაჰამის მიმართ, რომელნი ქრისტეს მიერ მოგუეცნეს! - ამისი უჯეროებაჲ ესრეთ ცხად ყო, ვითარმედ: "ნუ იყოფინ!"
გალატელთა მიმართ 3:21
20. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.21. აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.22. არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.
გალატელთა მიმართ თავი 3