მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:23

22. არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.23. ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.24. ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.
გალატელთა მიმართ თავი 3
23. ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცვულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე (3,23).:

თარგმანი: არა თუ პირველ ქმნულთა ცოდვათა მოტევებაჲ, არამედ წინამდებარეთა მიმართ განკრძალებაჲ აქუნდა შჯულსა; რამეთუ დაშჯითა და ტანჯვითა, მხილებითა და განქიქებითა ცოდვისაჲთა გარე-მოვეცვენით სახედ ზღუდისა, და შეყენებით შეიწრებითა მათ შინა, გუაჭირვებდა ძიებად განმათავისუფლებელსა ცოდვათაგან, რომლისა ყოფადსა მოსლვასა გჳქადაგებდა, რაჲთა წინა-განგუსწავლნეს სურვილით მოლოდებად და მივლტოლვად მისსა მიმართ, რაჲთა არა შიშითა უკურნებელობისაჲთა დავსძინოთ ცოდვაჲ ცოდვასა ზედა, ვითარცა შუენის სასოწარკუეთილთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის