თარგმანი: იხილე, ვინაჲ შეჰმზადებს მათდა მიმართ სიტყუათა სამადლობელთა, რამეთუ უძლურებად ჴორცთა უწოდს კრულებათა და პყრობილებათა და ჭირთა, რომელთა შინა მყოფ იყო, რაჟამს უქადაგებდა მათ; ამისთჳს მადლიერ არს, ვითარ არცა ერთისა მისთჳს ჴორციელისა განსაცდელისა მისისა შეურაცხ-ყვეს მადლი იგი მის შორის მყოფი; არცა ორგულ და ურწმუნო იქმნნეს მისსა მიმართ, ვითარცა დევნულისა და ტანჯულისა.
12. იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე.13. ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად;14. და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.
გალატელთა მიმართ თავი 4