მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:14

13. ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად;14. და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.15. რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,
გალატელთა მიმართ თავი 4
14. და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად; და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ (4,13-14).:

თარგმანი: იხილე, ვინაჲ შეჰმზადებს მათდა მიმართ სიტყუათა სამადლობელთა, რამეთუ უძლურებად ჴორცთა უწოდს კრულებათა და პყრობილებათა და ჭირთა, რომელთა შინა მყოფ იყო, რაჟამს უქადაგებდა მათ; ამისთჳს მადლიერ არს, ვითარ არცა ერთისა მისთჳს ჴორციელისა განსაცდელისა მისისა შეურაცხ-ყვეს მადლი იგი მის შორის მყოფი; არცა ორგულ და ურწმუნო იქმნნეს მისსა მიმართ, ვითარცა დევნულისა და ტანჯულისა.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ, და განსაცდელი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ (4,13-14).:

თარგმანი: იცითო, ვითარმედ ფრიადითა ჭირითა და სიგლახაკითა და სნეულებითა ვიყავ თქუენ თანა და თქუენ სიგლახაკე და სნეულებაჲ ჩემი არა შეურაცხ-ჰყავთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის