თარგმანი: ამით საცნაურ არს შვილებასა ღმრთისასა ღირს-ქმნაჲ ჩუენი, რამეთუ ძისა მიერ თჳსისა მომცა ჩუენ სული წმიდაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს; და ვითარცა მამისა, და ეგრეთვე ძისა სულ არს. ხოლო ამას ადგილსა სულ ძისა უწოდს, რამეთუ ძისა მიერ მოგუეცემის: ხოლო "გულთა შინა ჩუენთა" ესე იგი არს —უხილავად და საცნაურად, არა ხილულად და გრძნობადად.
5. რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.6. და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.7. ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.
გალატელთა მიმართ თავი 4