თარგმანი: ვინაჲთგან მთავრობის მოყუარებით ენება, რაჲთა ეუფლნენ და ჰმოძღურიდენ ერსა მას, მაიძულებელნი იგი წინადაცუეთისანი, ამისთჳს მყუდროებით ამხილებს მათ, ვითარმედ: არა წინადაცუეთითა, არამედ ერთითა ამით სიტყჳთა ლევიტელთა წიგნისაჲთა აღესრულების ყოველი შჯული, რაჟამს შევიყუარნეთ მოყუასნი, ვითარცა თავნი თჳსნი, რაჲთა ვითარცა ჩუენ არა გჳნებს, რაჲთამცა გუმთავრობდა და გუმძლავრობდა ვინმე, არცა ჩუენ მთავარ და მძლავრ ვისსამე ვიქმნებოდით.
გალატელთა მიმართ 5:14
13. რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს.14. რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.15. ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.
გალატელთა მიმართ თავი 5