მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:23

22. ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,23. მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.24. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
გალატელთა მიმართ თავი 5
23. მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული (5,22-23).:

თარგმანი: ესევითართა ამათ ნაყოფთა მომგებელსა მარადის უხარის, რამეთუ, რაჟამს განწმდეს მის შორის თავისუფლებით ბრწყინვად სანთელი იგი სჳნიდისისაჲ, მიერითგან არღარა უჴმს შიში გარეშეთა შჯულთა მზარდულობისაჲ, რაჟამს კეთილდ შეიკრძალოს ღმრთივ მოცემული იგი შჯული გონებისაჲ, მამხილებელი კეთილთა და ბოროტთასა.

სააღდგომო ეპისტოლე 2002 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:

„აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწეურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ ()

ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც მოციქულ პავლესთან ერთად, ვხმობთ: „სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაჲ შენი?“ (I კორინ. 15, 55).

სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის