თარგმანი: ზემო იტყოდა, ვითარმედ: საქმენი ჴორცთანი ესე არიან, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა ჩუენ მხოლონი ვართ მიზეზ და მომატყუებელ თავთა თჳსთა. ხოლო აწ არა იტყჳს საქმედ სულისა, არამედ ნაყოფად ოდენ სულისა. ესე ამისთჳს, რამეთუ მოქმედებასა შინა კეთილთასა ჩუენი ნებაჲ ოდენ არს კეთილისაჲ, რაჲთა წინა-უყოთ ღმერთსა განმზადებაჲ სულთა ჩუენთაჲ, და ესრეთ, იგი იქმნეს მოქმედ მას შინა, ნაყოფიერ ყოფად უნაყოფოებისა ჩუენისა; ნაყოფთა მათ, რომელნი-იგი აღორძნდებიან სრულებად სათნოებისა სულთა ჩუენთაჲსა, დანერგვითა ჩუენ შორის წმიდისა და ნუგეშინისმცემელისა სულისაჲთა.
გალატელთა მიმართ 5:22
...ნუმცა რად შეგჳრაცხიეს ამის სოფლისა ჭირი, რამეთუ მრავალნი ცოდვისათჳს მრავალსა ჭირსა და შრომასა შინა არიან და თავს-იდებენ მას ყოველსა ეშმაკთათჳს, ხოლო ჩუენ ღმრთისათჳს არა თავს-ვიდვათა? და რამეთუ სათნოებაჲ სავსე არს ყოვლითავე დაწყნარებითა, „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ“ და მსგავსნი ამისნი; არასადა გჳჴმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყუედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ დაღაცათუ სასუმელი ერთი გრილისა წყლისაჲ წარვაგოთ ღმრთისათჳს, სასყიდელი მისი არა დაგუ-ჭირდეს, ; არამედ გარდამატებულად მოგუეცეს, და ღმერთი მადლიერ იყოს ჩუენდა. ხოლო ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ უფალსა, უკუეთუ ამას დაუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას მივსდევდეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?
ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა.
...ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა. და ამისთჳსცა არღარავის მათგანსა აქუნდა რაჲ თჳსად, არამედ ყოველნი ლოცვასა შინა იყვნეს სიხარულითა გულისაჲთა. „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ესე არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდჱ“.
მოვიგოთ უკუე უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისაჲ დამარხვითა მცნებათაჲთა და არცა ანგელოზთასა უდარე ვიყვნეთ, რამეთუ მათცა თჳსითა გონებითა აქუს ესევითარი დიდებაჲ. და არა თუ მათ არა უჴმს კრძალულებაჲ. უკუეთუ არა, რადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი იგი მათგანი? გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონებაჲ თჳსი, უვარეს კაცთა უკე-თურთასა და პირუტყუთა სახე იქმნა. და კუალად წმიდათა ყოველთა, ქუეყანასა ზედა მყოფთა, ჴორცთა შინა ქმნეს, რაჲ-იგი ქმნეს კეთილი, რამეთუ ვითარცა მწირნი და უცხონი იყვნეს ქუეყანასა ზედა, და მოქალაქობაჲ მათი იყო ცათა შინა.
ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ შენ, ვითარმედ: ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტჳრთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა. ნუ აბრალებ ამათ სიტყუა-თა მიერ შემოქმედსა. იხილენ ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა შინა იყვნეს, რაჲ ყვეს: რამეთუ პავლე არა დააყენეს ჴორცთა ყოფად, რაჲიგი ქმნა, არცა პეტრე დააყენეს მიხუმად კლიტეთა სასუფეველისათა, და ენუქ ჴორც...
...რელნო: უკუეთუ გუნებავს სიხარულსა შინა სამარადისოსა ყოფად, განვეშორნეთ ყოვლისავე ცოდვისა და ყოვლისავე უკეთურებისაგან და მოვიგოთ სათნოებაჲ, რამეთუ ესრეთ იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ: „ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდე, მარხვაჲ“. აწ უკუე, საყუარელნო, ესე ნაყოფნი მოვიგნეთ ჩუენ შორის, რაჲთა აქაცა სიხარულითა და მხიარულებითა სულიერითა ვცხონდებოდით და მას საუკუნესა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ღმერთო წყალობააურაცხელო, ამის ტკბილად მასწავლელისა მეოხებითა წყალობაჲ და შენდობაჲ ჩუენ ცოდვილთა მოგუმადლენ. ლოცვა-ყავთ, ძმანო.!