თარგმანი: რაჲთა არა ურწმუნო უჩნდეს ზემოთა მათ სათნოებათა სიმაღლისაჲ კაცთა მიერ წარმართებაჲ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რაჲსა აღვჰრიცხუავ თითოეულსა სათნოებასა! არამედ ესრეთ ვთქუა, ვითარმედ: რომელთა-ესე ჭეშმარიტებით გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჴორცნი მათნი ტაძარ ღმრთისა არიან, ამისთჳს ყოვლად ქრისტესა განკუთნვილ იქმნნეს, რაჟამს ჯუარს-აცუნეს ჴორცნი თჳსნი და მოაკუდინნეს იგი ვნებათაგან და გულისთქუმათა ჴორციელთა, რაჟამს არა ხოლო თჳთ მკუდარ იქმნნეს მათგან, ყოვლად უქმებითა მათითა, არამედ იგინიცა მოაკუდინნეს მათდა მიმართ, რაჲთა არა ხოლო საქმით, არამედ არცაღა გონებით აქუნდეს მათ ადგილი მათ შორის. იხილე, ვითარ აქაცა ჴორცად ბოროტთა საქმეთა უწოდს; რამეთუ არა თავთა თჳსთა მოიკლვენ, რომელთა უნდეს ჯუარცუმაჲ ჴორცთაჲ, არამედ ჴორცთა მათთა შინა მყოფთა ვნებათა და გულისთქუმათა მოსწყუედენ, რაჲთა არა ხოლო საქმით, არამედ გონებითცა მოსწრაფე იყვნენ აღმოფხურად ვნებათა, ესოდენ ფიცხლად მოღუაწებითა, რაჲთა განილიოს მათ შორის ყოველი ნივთი ვნებათა და გულისთქუმათაჲ.
გალატელთა მიმართ 5:24
ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულის თქმით. (გალ. 5, 24)
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა არა ერთ გზის გაიგონეთ თქვენ ოთხთავე სახარებათაგან ვრცელი მოთხრობა უფლისა იესო ქრისტესი ვნებისა და ჯვარცმისა; დღესაც კიდევ ერთხელ წაკითხულ იქმნა ყოველი, რაიცა მას უყვეს და რომელიც მოითმინა მან ჩვენთვის, და აჰა ესერა, ხატიცა მისი, რომელიც ცხოვლად წარმოადგენს წინაშე თვალთა ჩვენთა, რა მდგომარეობაში იყო იგი, როდესაც ჯვარისაგან გარდამოხსნეს.
რას გრძნობდით დღეთა ამათ შინა, რა მოძრაობა იყო გულთა შინა თქვენთა, როდესაც გესმოდათ საშინელი მოთხრობა იესო ქრისტეს წვალებისა? თუ უქმად და გულ-გრილად ისმენდით მოთხრობათა აწინდელთა დღეთასა, ეს იქმნება ფრიად სამწუხარო მოვლენა; მაგრამ არა! თვით თქვენი სახე გამოაჩენდა უნებლივად მწუხარებასა გულისასა; ზოგიერთს თქვენს შორის ცრემლიც მოსდიოდა. საკვირველი არ არის! ვინც გულითად მოისმენს იესო ქრისტეს წვალებას, არ შეუძლია არ შეწუხდეს და ცრემლი არ მოუვიდეს. გარნა რისთვის უნდა იყოს მწუხარება ჩვენი, რას ანუ ვის უნდა ვსტიროდეთ! ჩვენს თავზედ უნდა ვსწუხდეთ და ჩვენი თავი...
...ხოველ არს ჩემ თანა ქრისტე"** (). შეხედე, როგორ ეს, მიწაზე მოარული და ხორცით შემოსილი, ისე ცხოვრობდა, თითქოს ცაზე ყოფილიყო და უხორცო ძალებთან ერთად მოღვაწეობდა. ამიტომაც სხვა ადგილას თქვა: „ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით" (). სწორედ ამაშია არა თავისთვის ცხოვრება, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღმდგარისთვის ცხოვრება — როცა ვითარცა მკვდარნი ვართ ამ ცხოვრების მიმართ და არაფერ ხილულს ვებმით. იმისთვის ითმინა ჩვენმა უფალმა ჯვარცმა, რომ ეს ამქვეყნიური ცხოვრება იმ ზეციურზე გაგვეცვალა, უფრო სწორად — ამის მეშვეობით ის მოგვეპოვებინა. ხოლო ამჟამინდელი ცხოვრება, თუ ფხიზლად და ყურადღებით ვიქნებით, საუკუნო ცხოვრების ტკბობისკენ მიგვიძღვება. და ჩვენ, თუ ოდნავ მაინც მოვისულიერებთ და გონების თვალს ავახელთ, ყოველთვის შეგვიძლია იქაური სასუფევლის მოსვენებაზე ვიფიქროთ და, ამგვარად, ხილულს ყურადღებას არ მივაქციოთ და ფიქრი მომავალსა და საუკუნისკენ მივმართოთ, როგორც ნეტარი პავლე ჩვენი შეგონებისთვის ამბობს: „ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს" (
...ხვავებას? ხედავთ ეშმაკის ბოროტებასა, ადამიანის უზრუნველობასა და მეუფის კაცთმოყვარეობას? მაშ, საყვარელნო, გევედრებით, შევიარაღოთ ამ სიცოცხლისმბოძებელი ხით, მისი ძალით მოვაკვდინოთ სულის დამღუპველი ვნებები, როგორც მოციქული პავლეც ამბობს: „ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით" (). ეს კი იმას ნიშნავს: ვინც მთლიანად ქრისტეს მიეცა, მან სხეულში წარმოშობილი ყოველგვარი უწმინდური გულისთქმა მოაკვდინა, რომელიც სულის ყოველ ძალას ავნებდა. მათ მიბაძვით, ჩვენც ჩვენი სხეულის ნაწილები უმოქმედო გავხადოთ ეშმაკის ბატონობის განმტკიცებისთვის, რათა ამჟამინდელ ცხოვრებაში ეს ღელვიანი და სახიფათო ზღვა მშვიდად გავცუროთ და, ღვთის კაცთმოყვარეობის მყუდრო ნავსაყუდელში შესულნი, მისი მოყვარეთათვის აღთქმული სიკეთენი მივიღოთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...ოედით უკუე და ბრძოლაჲცა და წყობაჲ იგი მათი იხილეთ და ჰპოვნეთ მუნ წინამბრძოლნი იგი და სპასალარნი ბოროტთა მათ ვნებათანი, ახოვნებითა მით ღმრთისმსახურთაჲთა მომწყდარნი, და სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ საქმით აღსრულებული, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე იესუჲსთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით“. ნანდჳლვე მუნ იხილნეთ ყოველნი ვნებანი და გულისთქუმანი, მომწყდარნი მახჳლითა მით სულისაჲთა.
ამისთჳს არა არს მათ შორის მთრვალობაჲ და ნაყროვანებაჲ, რამეთუ მთრვალობაჲ მოკლულ არს წყლისა სუმითა, და ნაყროვანებაჲ მომწყდარ არს მარხვითა. ნეტარ არიან იგი მჴედარნი, რომელთა მოუკლავს მრავალ-თავი იგი მჴეცი, რომელ არს მთრვალობაჲ. რამეთუ ვითარცა ზღაპართა მათ შინა საწარმართოთა გამოსახულ არს მრავალთავი იგი ვეშაპი, ესრეთ არს ჭეშმარიტად მთრვალობაჲ, მრავალ ასხენ თავნი ბოროტნი: ერთკერ-ძო სიძვაჲ, მეორედ მრისხანებაჲ, ამიერ გინებანი, იმიერ ტრფიალებანი ბილწნი, სიმრავლე ცუდადმეტყუელებისაჲ, დაჴსნილებაჲ, სიცოფე, ვერაგობაჲ, განრყუნილებაჲ გონებისაჲ, უცნებათა სიბნელე, გულისსიტყუათა შეგინებულთა უფსკრული. ესე ყოველნი ბოროტთა თავნი, შენაწევრებულითა მით ასოებითურთ მათით, მომწყდარ არიან მათ სანატრელთა მიერ, რომელ-ესე ჴორციელთა მჴედართა ვერ ჴელ-ეწიფების ქმნად, რამე-თ...