მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:4

3. ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა-მდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად.4. განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.5. რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით.
გალატელთა მიმართ თავი 5
4. განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.
თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განქარვებულ ხართ ქრისტესგან (5,4).:

თარგმანი: ესე არს განქარვებაჲ ქრისტესგან, რაჟამს კაცმან უგუნურებითა თჳსითა უჴმარ ყოს მადლი იგი ქრისტეს მიერისა ჴსნისაჲ თავისა თჳსისაგან ყოვლად განდგომითა მისგან.

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი წინადაცვეთა და ნათლისღება:

...გალ 5:2), — ხომ იმისთვის გამოჩნდა უფალი, რომ ეს ყოველივე გაეუქმებინა, და იმისთვის აღასრულა მთელი სჯული, რომ მომავალი დროისთვის სჯულის დაცვა გაეუქმებინა, რის გამოც ნეტარი პავლე ასე ძახილებდა: „განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ" (), — ჩვენ თავის მხრივ მოვისმინოთ ნეტარი პავლე და მივიღოთ ხელითუქმნელი წინადაცვეთა. „რომლითაცა წინადაიცჳთეთ, — ამბობს, — წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა"; და შემდეგ, რომ უფრო ზუსტად გვეჩვენებინა, რაში მდგომარეობს ეს წინადაცვეთა, დაუმატებს: „მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით" (კოლ 2:11–12). როგორც იუდეველთა წინადაცვეთის ნიშანი სხვა ხალხებისგან განარჩევდა მათ და ღვთის რჩეულ ხალხად გამოავლენდა, ასევე ჩვენთვისაც ნათლისღების წინადაცვეთა ყველაზე აშკარა განსხვავებასა და გამიჯვნას არის მორწმუნეთა და ურწმუნოთა შორის. „რომლითაცა წინადაიცჳთეთ, — ამბობს მოციქული, — წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა". როგორც იქ წინადაცვეთა ხორცის განძარცვისთვის სრულდებოდა, ასევე აქ ნათლისღება — ცოდვების განძარცვისთვ...

სრულად ნახვა