მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:1

1. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
გალატელთა მიმართ თავი 6
1. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა (6,1).:

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალნი მათგანნი, ძლეულნი მთავრობისმოყუარებისაგან, შეცოდებათა მოყუსისათა რისხვით ზედა-მიუვიდოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე დაეპყრას, ესე იგი არს აღტაცებით ქმნასა ცოდვისასა, ნუ რისხვით და ფლობით ზედა-მიუხუალთ, არამედ სულითა მით მშჳდობისაჲთა დაამტკიცეთ იგი მიმოძრვისაგან, რამეთუ ამით გამოჩნდების თქუენი სულიერად ცხორებაჲ, რაჟამს მშჳდობით ჰყოფდეთ კურნებასა, რამეთუ სული იგი ცხოველსმყოფელი — ღმერთი მშჳდობისაჲ არს.

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის თავგანწირვა სტუმრებისთვის და ძმის შეგონების მოვალეობა (19:6–8):

...ღირსება, რომ შენც, თუ მოგიწევს ბოროტი დემონის ხაფანგში ჩავარდნა (ნუ მოგცეს ღმერთმა!), გყავდეს ადამიანები, მზად მყოფნი შენი დახმარებისა და ეშმაკის ხელიდან შენი გათავისუფლებისა. ასე პავლე, გალატელთა აღძვრას სურდა რა თავიანთ სხეულის ნაწილებზე მზრუნველობისკენ, ამბობს: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო" (). თითქოს ასე ამბობს: თუ უთანაგრძნობოდ და შეუბრალებლად გაუვლი ძმას, მაშინ, შეიძლება, როცა თავად დაეცემი, სხვაც ეგრეთვე ჩაგივლის. თუ კი არ გინდა ყურადღების გარეშე დარჩე, როცა მოგიწევს დაცემა, შენც ნუ უგულებელყოფ დაცემულებს, არამედ გამოუჩინე მათ ყოველგვარი სიყვარული და უდიდეს სიკეთედ მიიჩნიე ძმის გადარჩენის შესაძლებლობა. ვერაფერში ვერ იქნება ისეთი დიდი სათნოება, როგორც ამ საქმეში. მართლაც, მხოლოდ იფიქრე, რომ ის, ვისაც შენ უგულებელყოფ და ყურადღების გარეშე ტოვებ, შენი უფლისგან ისეთი პატივის ღირსად არის მიჩნეული, რომ მისთვის უარი არ უთქვამს თავისი სისხლის დათხევაზეც, როგორც პავლეც ამბობს: „და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა" (), — მაშინ როგორ არ დაიმალები სირცხვილისგან მიწაში? თუ მისთვის ქრისტემ თავისი სისხლიც კი დასთხია, მაშინ რა გან...

სრულად ნახვა