მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 6:2

1. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.3. რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს.
გალატელთა მიმართ თავი 6
2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ურთიერთას სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი (6,2).:

თარგმანი: ესე არს ურთიერთას თავს-დებაჲ, რაჲთა, იყოს თუ ვინმე ფიცხელ, ხოლო შენ — მცონარ, იტჳრთე სიფიცხე მისი, რაჲთა მან იტჳრთოს მცონარებაჲ შენი; და ესრეთ, ყოველსავე საქმესა შინა გულისჴმაყავ, რაჲთა შენისა სხჳთ კერძო ნაკლულევანებისათჳს თავს-იდვა სხჳთ კერძოჲ იგი ნაკლულევანებაჲ მოყუსისაჲ, რაჲთა მან თავს-იდვას შენი. ნუ გამოიკულევ მისსა, რაჲთა არა მან — შენი; არამედ ურთიერთას იტჳრთეთ, რაჲთა ესრეთ აღასრულოთ შჯული იგი ქრისტესი, უძლურებათა ჩუენთა თავს-მდებელისა და სნეულებათა ჩუენთა მიმღებელისაჲ, რამეთუ უკუეთუ ყოველსავე ყოველთა თანა ვეძიებდეთ და ურთიერთას თავს-დებასა და შენდობასა განვაგდებდეთ, არაოდეს მოაკლდეს შფოთი შორის სავსებისა ძმათაჲსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის