...მე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან“** (). და როდის დრტვინავდნენ? მაშინ, როცა ამბობდნენ: „არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა?“ (). სხვები კი გართობის გამო, როგორც ამბობს: „დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“ (). სხვები კი ლანძღვის გამო. „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (). და ამათზე უფრო მრავალნი სხვა მიზეზებით დაიღუპნენ, რადგან თავიანთი პირი არ დაიცვეს. ხოლო თუ გინდა მოისმინო, როგორ იღუპებიან ზოგნი უდროო დუმილის გამოც, მე გაჩვენებ. რადგან ამბობს: **„და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოები...
10. და ფარაო წინა ვიდოდა და აღიხილნეს ძეთა ისრაჱლისათა თუალნი და იხილეს, და მეგჳპტელნი განწყობილ იყუნეს უკუანა მათსა, და შეეშინა ფრიად.11. და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და ჰრქუეს მოსეს: არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა? რაჲ-ესე მიყავ ჩუენ გამოყვანებაჲ ჩუენი ეგჳპტით?12. არა ესე სიტყუაჲ იყოა, რომელი ვთქუთ შენდა მიმართ ეგჳპტეს შინა, მეტყუელთა: მიტევენ ჩუენ, რათა ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა? რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ მეგჳპტელთაჲ ვიდრე სიკუდილი უდაბნოსა ამას შინა.
გამოსლვათა თავი 14